საქმის წარმოების პროგრამა ელექტრონული პლატფორმაა, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ერთ ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი. მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია, გამოგზავნონ შეტყობინება, მოგვმართონ განცხადებით და რაც მთავარია თვალი ადევნონ რა ეტაპზეა განცხადების თუ შეტყობინების განხილვა.